ბათუმის №3 საპყრობილეში მსჯავრდებულმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა

20.04.21 17:48
ბათუმის №3 საპყრობილეში მსჯავრდებულმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის №3 საპყრობილეში, 30 წლის მსჯავრდებულმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. "ტვ. პირველის" ინფორმაციით, მამაკაცი სასჯელს 2013 წლიდან იხდის სასჯელს.

ირკვევა, რომ მსჯავრდებულს თვითდაზიანების მიყენების მცდელობება ადრეც ჰქონდა.

ინფორმაცია tvpirveli.ge-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. 

მიმდინარე წლის   20 აპრილს მსჯავრდებულმა აღელვების ნიადაგზე მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. დაწესებულების მედპერსონალის მიერ მას დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო  დახმარება და ორჯერ  შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რაზეც მსჯავრდებულმა  განაცხადა უარი.  ამ პერიოდის განმავლობაში იგი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.  მხოლოდ მოგვიანებით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ  მსჯავრდებული დათანხმდა  სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, სადაც  მას ჩაუტარდა ოპერაცია"- აცხადებენ უწყებაში. 

მათი თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია და სამოქალაქო სექტორის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.