დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანე ეკლესიაში არ შეუშვეს

21.04.21 11:11
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანე ეკლესიაში არ შეუშვეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება - მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში ისევ პოლიციის დახმარებით ცდილობდა, თუმცა მიტროპოლიტი ტაძარში არ  შეუშვეს.სალხინოს ეკლესიაში მეუფე სტეფანეს კარი ჩაუკეტეს, დაპირისპირება იმ სასულიერო პირებსა და მიტროპოლიტს  შორის მოხდა, ვისაც მეუფე სტაფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 

დაპირისპირებული სასულიერო პირები მეუფე სტეფანესგან კითხვებზე პასუხს მოითხოვდნენ, მეუფე სტეფანემ მათ საპასუხოდ ამჯერადაც გალობა დაიწყო. ამბოხებული სასულიერო პირები მეუფეს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

მეუფე სტეფანემ ტერიტორია უკვე დატოვა.