"ოცნება" ვენეციის კომისიას დასკვნას არ გათვალისწინებს - სერგი ჩიხლაძე მოსმენების კანონპროექტზე
მოსმენების კანონის შესახებ ვენეციის კრიტიკულ დასკვნას ოპოზიციაში ეხმიანებიან. "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" კომისიის დასკვნას არ გაითვალისინებს და შეეცდება კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლიოს.
ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ღირებულებებს. კარგია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა "ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას. შეეცდება, რომ დაძლიოს ეს ვეტო და კანონი მოქმედებაშ შევიდეს, - ამბობს ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კომისიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს და ის "ქართულმა ოცნებამ" ნაჩქარევად მიიღო.