უპრეცენდენტოდ მკაცრი დოკუმენტია - ნიკა სიმონიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

27.08.22 15:20
უპრეცენდენტოდ მკაცრი დოკუმენტია - ნიკა სიმონიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

ვენეციის კომისიის კრიტიკულდ აკსვნას უპრეცენდეტოდ მკაცრს უწოდებს მესამე სექტორ. საიას ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის თქმით, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრა, რომ კანონდემბლობა არ გვივარგა. 

ეს დოკუმენტი არის, მე ვფიქრობ, უპრეცენდენტოდ მკაცრი დოკუმენტი და უპრეცენდენტოდ მკაცირ შეფასებაა არა მარტო იმის გამო, რომ ის უკანასკნელი ცვლილებები გააკრიტიკა ვენეციის კომისიასმ და ის პროცესი მიიჩნია დემოკრატიასთან შეუსაბამოდ, რომელსაც ჰქონდა ბოლო თეების განმავლობაში ადგილი, არამედმთლიანად მოსმენების კანონმდებლობაზე გვითხრა ვენეციის კომისიამ, რომ ეს კანონმდებლობა უბრალოდ არ გვივარგა. არ გვივარგა სწორედაც იმის გამო, რომ მთლიანად არის გადასახედი. ჩვენ გვაქვს არა კანონმდებლობა, რომეიც არეგულირებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, არამედგვაქვს გარკვეული წესები, რომელშიც უამრავი ხვრელია, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კომისიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი გადახედვას საჭიროებს და ის "ქართულმა ოცნებამ" ნაჩქარევად მიიღო.    

მსგავსი სიახლეები