პროტესტი ტექნიკურ უნივერსიტეტში - სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

21.04.21 11:20
პროტესტი ტექნიკურ უნივერსიტეტში - სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული - შენობის შესასვლეში სტუდენტებმა შიმშილობა გამოცხადეს. სტუდენტები რექტორის გადადგომას  ითხოვენ და ამბობენ, რომ მიზეზი მისი კრიმინალური წარსულია.

ის არის არაერთხელ ნასამართლევი და არ იმსახურებს იმ ადგილს, სადაც არის, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საბჭოს. გადავდივარ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე- შიმშილობაზე, სანამ არ დატოვებს ეს ადამიანი, ვიქნები აქ ჩემს მეგობრებთან ერთად, - ამბობს სტუდენტი. 

სტუდენეტები ასევე სახალხო დამცველთან შეხვედრასაც მოითხოვენ. რექტორ დავით გურგენიძეს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, შეხვდება თუ არა ის სტუდენტებს. 

 

მსგავსი სიახლეები