მელია საკუთარ ღირსებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ამ ქვეყნის ინტერესებს - პაპუაშვილი

21.04.21 11:32
მელია საკუთარ ღირსებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ამ ქვეყნის ინტერესებს - პაპუაშვილი

უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ ამნისტიის კანონის საშუალებით ნიკა მელია ციხეს დატოვებს. პაპუაშვილის თქმით,  მელია საკუთარ ღირსებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. 

როგორც ვხვდები, ნიკა მელიას ღირსების საკითხები აქვს და ვინაიდან მის ღირსებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე  ამ ქვეყნის ინტერესებს. ის ჩანს, რომ უარს იტყვის, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს უფრო წინ ვაყენებთ, ამიტომ ამნისტიის კანონს მაინც მივიღებთ და ნიკა მელია მაინც გამოვა გარეთ ისევე, როგორც სხვა ბრალდებულები, რადგან ჩვენთვის ეს სახელმწიფო უფრო წინ არის, ვიდრე ნიკა მელია  - ამბობს პაპუაშვილი. 

ამნისტიის კანონის ინიცირება შემდეგ კვირაში საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ მოხდება, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.