უბედური შემთხვევა ქუთაისში - სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

21.04.21 11:44
უბედური შემთხვევა ქუთაისში - სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ქუთაისში, სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან 64 წლის პაციენტი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

ჩხობაძის სახელობის კლინიკაში პოლიციაა მობილიზებული.  არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და კლინიკაში შვილთან ერთად, 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა. 

კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები