ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ორ სოფელში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს

21.04.21 11:42
ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ორ სოფელში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტახტისძირსა და დვანში, უკანონო ბორდერიზაცია დაიწყეს. ოკუპანტები დაახლოებით  1 კმ-ის ტერიტორიაზე ხის ძელებს ამაგრებენ. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ამ დრომდე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულა. ადგილზე იმყოფებიან "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები. ისინი მთავრობას ქმედებებისკენ მოუწოდებენ. 

სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები უკვე რამდენიმე თვეა, ბორდერიზაციას ახდენენ. ამ დროისთვის დაახლოებით 15 ჰექტარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მათ შორის არის სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.