სისხლიანი დაპირისპირება დოლიძეზე - "ტვ პირველმა" სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა

21.04.21 12:03
სისხლიანი დაპირისპირება დოლიძეზე - "ტვ პირველმა" სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია. 

შეირაღებული თავდამსხმელი, რომლის სამიზნეც 30 წლის ლევან ათანელიშვილი გახდა, ტვ პირველის ინფორმაციით, ოთარ ალავიძიეა. ის 1985 წელს არის დაბადებული. ალავიძე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

დაჭრილი ათანელიშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი თავდამსხმელს არ იცნობდა, თუმცა დაკავებული მას სისტემატიურად უთვალთვალებდა. 

დაკავებულმა ე.წ. „დოლიძის საძმოს“  წევრს ცეცხლი მოპედიდან გაუსხნა და შემდეგ შემთხვევის ადგილის დატოვება სცადა, თუმცა მას ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ალავიძე ბრალის წარდგენის მოლოდინშია. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ალავიძეს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები