რუსული პროგრამით სწავლება საქართველოში - განათლების ექსპერტები სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ
რუსული პროგრამით სწავლება საქართველოში - მმართველი გუნდისგან განსხვავებით, განათლების ექსპერტები სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ.
როგორც განათლების სფეროს ექსპერტები აცხადებენ, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, სკოლა ფუნქციონირებდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს ადგილობრივი ავტორიზაცია, შესაძლოა საქმის კურსში განათლების სამინისტრო საერთოდ არ იყოს.
„როგორც ფაქტებიდან იკვეთება, ეს დაწესებულება რუსული კანონმდებლობით აღიარებული, ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქმიანობას, რაც ბუნებრივია, არის უხეში კანონდარღვევა და მეტიც, სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, სასწრაფო წესით, ხარისხის განვითარების ცენტრი და განათლების სამინისტრო, რომ არაფერი ვთქვა უფრო მაღალ ეშელონებზე, უნდა იყოს დაინტერესებული ამ ფაქტის გამოძებით და სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს არაკანონიერი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს სკოლა, ამ წუთის მონაცემებით, ქაერთულ საგანმანათლებლო ველში არ იძებნება. აქედან გამომდინარე, ის თვითნებურად მოქმედებს, როგორც ჩვეულებრივი შპს საქართველოს ტერიტორიაზე“. - ამბობს განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი.