საბოლოო ეტაპი ჩვენი ლიკვიდაცია იქნება, გვაინტერესებს, რომელი ოჯახის წევრით დაიწყებენ - ნინი გოგაშვილი

13.09.22 11:16
საბოლოო ეტაპი ჩვენი ლიკვიდაცია იქნება, გვაინტერესებს, რომელი ოჯახის წევრით დაიწყებენ - ნინი გოგაშვილი

სუს-ის ექს-შეფის გასაჩუმებლად "ქართულმა ოცნებამ"  ყველა ბერკეტი აამოქმედა.

დაყადაღებულია სოსო გოგაშვილის შვილების, ცოლის, ნათესავების, მეგობრების და მისი ახლო გარემოცვის ყველა წევრის  ანგარიშები და ქონება. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი გოგაშვილის მიერ "შაბთის ეთერისთვის " მიცემული სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომლითაც მან  საქართველოს ხელისუფლება და მინისტრი გომელაური რუსულ ეფესბესთან პირდაპირ კავშირიში ამხილა და მტკიცებულებების  გასაჯაროვებაც დაანონსა.
სკანდალური აღიარებიდან 4 დღე გავიდა, საქმეზე პროკურტურა გამოძიებას არ იწყებს, სამაგიროდ ხელისუფლებამ გოგაშვილის ოჯახის ტერორი დაიწყო. 

სუს-ის ექს-შეფის მთელი ოჯახი ახლა  გენერალურ  ინსპექციაშია დაბარებული, სადაც გამოძიება, სავარუდოდ, გოგაშვილის ქონების წარმომავლობაზე დაიწყება.

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ახალი ბრალდების წარსაგენადაც ემზადება.

მას შემდეგ, რაც გომელაური დაუკავშირდა ციხის საშხაპეში მამაჩემს, მუქარის ერთ-ერთი ნაწილი იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ ჩამოგვართმევდნენ ქონებას. ასევე აღსანიშნავია, რომ დააყადაღეს არა მარტო ჩვენს საკუთრებაში არსებული ქოენბა, ასევე ჩემი ოჯახის ქონებას. ტვ პირველზე გავიდა სიუჟეტი, სადაც მამაჩემი საუბრობს ქართული და რუსული მხარის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეს ფაქტიც და რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს იმას, რომ მამაჩემი რეალურ ინფორმაციას ავრცელებს. საბოლოო ეტაპი იქნება ჩვენი ლიკვიდაცია და გვაინტერესებს როდის გეგმავენ ჩვენს ლიკვიდაციას და რომელი ოჯახის წევრით დაიწყებენ ამას“. - ამბობს ნინი გოგაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები