გოგაშვილის ქონებაზე რომ დაიწყეს გამოძიება, აუცილებლად დაიწყონ გომელაურის ქონებაზეც - თეა მარტყოფლიშვილი
დაყადაღებულია სოსო გოგაშვილის შვილების, ცოლის, ნათესავების, მეგობრების და მისი ახლო გარემოცვის ყველა წევრის ანგარიშები და ქონება.
გოგაშვილის ცოლი მოითხოვს, რომ გამოძიება მოქმედი მაღალჩინოსნების ქონებაზეც დაიწყოს.
ჩემს საკუთრებაში არის ერთი ჩემი სახლი, რომელიც გონიოშია და ისიც სესხით მაქვს და 15 წელი უნდა ვიხადო და მანქანა. ჩემს შვილებსაც, ნინის აქვს 52 კვ ბინა. მეორე ცხოვრობს ჩემთან და ამათაც მანქანა სესხებით ჰყავთ ნაყიდი. მე ამის ყველა დოკუმენტს სასამართლოში წარვადგენ. გოგაშვილის ქონებაზე რომ დაიწყეს გამოძიება, აუცილებლად დაიწყონ გომელაურის ქონებაზე გამოძიება, ამთ შორის მამუკა მდინარაძის ქონებებზე გამოძიება, მათ შორის ლილუაშვილის ქონებაზე, ასევე გიორგი ღამბაშიძის ქონებაზე, რომელიც დღეს დროებით მაინც უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება შეწყვეტილი“. - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.