დოლოჭოპის ბაზილიკა ნადგურდება, წყალში იყრება, ტაძრის გამაგრებაზეც რა თანხებიც დაიხარჯა - არქეოლოგი

22.04.21 12:27
დოლოჭოპის ბაზილიკა ნადგურდება, წყალში იყრება,  ტაძრის გამაგრებაზეც რა თანხებიც დაიხარჯა  - არქეოლოგი

მდინარე დურუჯის კალაპოტის შეცვლის გამო ყვარელში დოლოჭოპის ტაძარი იტბორება და არტეფაქტები ნადგურდება.  დოლოჭოპის უძველესი  ბაზილიკა საფრთხეშია.  წყალი უძველეს ნატაძრალს ტბორავს, რის გამოც ნადგურდება უნიკალური ანთროპოლიგიური მასალა. დატბორილია საფლავებიც. მეოთხე საუკუნის ძეგლის გადასარჩენად სპეციალისტები ხელისუფლებას დროულ ქმედებებს სთხოვენ.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ძეგლს. მდინარის ადიდების დროს დოლოჭოპის ტაძრის კედლებს წყალი უდგება და შესაძლებელია, ჩაიქცეს. ამ ტაძრის გამაგრებაზე რაც თანხა დახარჯა კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა, ყველაფერი წყალში იყრება. ხვალ, ზეგ ეს არაჩვეულებრივი ძეგლი ხელიდან გამოგვეცლება - ამბობს არქეოლოგი ილია ბახტაძე, რომელიც ტაძრის მიდამოებში კვლევით სამუშაოებს აწარმოებს.                                                        

როგორც ადგილობრივები ტვ პირველს უყვებიან, მდინარე დურუჯს კალაპოტი იმის გამო შეუცვალეს, რომ იქვე ახლოში მდებარე ილიას ტბის ავზი წყლით შეევსოთ. ნებისმიერი დიდი წვიმის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და დეოლოჭოპის ნატაძრალს ტბორავს.