ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმა - ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს

22.04.21 13:56
ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმა - ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს

ქვეყანაში არსებული ეპივითარებიდან გამომდინარე დღეს 15-მა ბიზნესორგანიზაციამ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და ბიზნესის გადარჩენის 6 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. ბიზნესმენები კომენდანტის საათის მოხსნას, ტურისტული სეზონისთვის მზადებასა და რესტორნების შაბათ-კვირის ჩათვლით ამუშავებას ითხოვენ.  

ექვს  პუნქტიანი გეგმის მთავარი მიზანი ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და თითქმის გაკოტრებული ბიზნესის ამუშავებაა. 

ეს არის სამოქმედო გეგმის შეთავაზება, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიზისიდან გამოსავალს ჰპოვებს მთავრობისა და ბიზნესის ჩართულობასთან ერთად, - აცხადებენ ბიზნესის წარმომადგენლები.