სისხლიანი თავდასხმა დოლიძეზე - ოთარ ალავიძეს პატიმრობა შეეფარდა

22.04.21 14:52
სისხლიანი თავდასხმა დოლიძეზე - ოთარ ალავიძეს პატიმრობა შეეფარდა

სისხლიანი ანგარიშსწორება დოლიძის ქუჩაზე -  ე.წ. ,,დოლიძის საძმოს" წევრზე თავდასხმის გამო დაკავებულ ოთარ ალავიძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ დღეს გამოაცხადა.

პროკურორი აცხადებს, რომ მკვლელობის მიზნით თავდასხმა ალავიძეს წინდაწინ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა თავად დაკავებული ბრალდების მხარის მოსაზრებას არ იზიარებს.

სასამართლო პროცესი დისტანცირებულად ჩატარდა, რადგან ოთარ ალავიძეს წინასწარი იზოლატორიდან ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა. 

სისხლიანი დაპირისპირება დოლიძე-ხილიანის კვეთაზე ორი დღის წინ მოხდა. ლევან ათანელაშვილი ეზოში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც   "გლოვოს" მოპედით უცნობი პირი მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

თავდამსხმელს ლევან ათანელიშვილის მეგობრები  ფიზიკურად გაუსწორდნენ.