ოჯახური ძალადობა თბილისში - მამაკაცმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა

22.04.21 15:13
ოჯახური ძალადობა თბილისში - მამაკაცმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა

ოჯახური ძალადობა თბილისში - მამაკაცმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა. ახალგაზრდა ქალს მოძალადემ მრავლობითი დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა. მეუღლესთან დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციას თავად ქალმა აცნობა.

ტვ პირველმა გაარკვია, რომ ახალგაზრდა წყვილი ქირით ცხოვრობდა. სახლის პატრონის ინფორმაციით, კონფლიქტის შემდეგ ადგილზე ახალგაზრდა ქალის ნათესავები მივიდნენ და მისი ნივთები წაიღეს. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა მისგან ფართი დაახლოებით ორი კვირის წინ იქირავა და იცის მხოლოდ ის, რომ ისინი სვანეთიდან იყვნენ. 

სამართალდამცველებმა სავარაუდო მოძალადე, ლევან კალანდარიშვილი, უკვე დააკავეს. რაც შეეხება დაზარალებულ მარია დემეტრაშვილს, ის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
 

მსგავსი სიახლეები