სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას - ნოდარ მელაძე

20.09.22 16:14
სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას - ნოდარ მელაძე

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - სასამართლომ "ტვ პირველის" წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის დედის ხანდაზმული სარჩელი დააკმაყოფლა.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედა დგას.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ყველა საჭირო ინსტანციასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

„სასამართლო კლანის მიერ გამწესებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება კანონის სრული დარღვევით, რადგანაც შინაარსიც რომ არ განვიხილოთ ამ გამოძიების, ვადები ჰქონდა ირაკლი კობახიძის დედა დარღვეული. თუმცა, დღეს სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა დგას მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედა. სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო იმ განხილვების ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა. ამით კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საქართველოშ ვეღარ შევძლოთ გამომძებელმა ჟურნალისტებმა გამოძიებების გაკეთება, ამით დაგვაშინონ და გაგვაჩმონ. ჟურნალისტმა გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების და მეორე მხარის ჩაწერის ყველა შესაძლო საშუალება რომელიც ჰქონდა. ირაკლი კობახიძის დედა იმალებოდა კამერების წინ. ჟურნალისტური გამოძების ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ გაახსენდა მას ეს ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა საჭირო ინსტანციაში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და თინა ვაშაყმაძეს ვამხელთ, რომ ის არის მონა მოსამართლე, რომელსაც მართავს კლანი“. - ამბობს ნოდარ მელაძე.

თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომების გაყალბებაში დადანაშაულებული თამარ ზაალიშვილი "შაბათის ეთერს " ცილისწამებაში და მისი პოზიციის იგნორირებაში ადანაშულებს.

არადა კობახიძის დედას ამ ბრალდებას მისი ყოფილი თანშრომელი უყენებდა.

"შაბთის ეთერის " კითხვებს კი არაერთი მცდელობის მიუხედავად  „ოცნების“ თავმჯდომარის დედამ არ უპასუხა.

ამას რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს. ამ ფაქტების მიუხედავად, სარჩელი რომელიც კობახიძის დედამ სამართლოში კანონდარღვევით შეიტანა „ოცნების“ მეგობარმა მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ სრულად  დააკამყოფილა.

მსგავსი სიახლეები