ჯარისკაცების წამება "იაღლუჯას" ბაზაზე - დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

22.04.21 15:37
ჯარისკაცების წამება "იაღლუჯას" ბაზაზე - დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

წვევამდელების წამების და არაადამიანური მოპყრობის ბრალდფებით დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს. 

დავით დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი  დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ. 
საქმეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოჩნდა, რაც ბრალდებულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე,  ადადსტურებს, რომ  ამ საქმეში ვიდეომტკიცებულება არსებობს.
 

მონაცემები, რაც მივიღეთ, გვაძლევდა საშუალებას, რომ წამების რამდენიმე ფაქტი გამოკვეთილიყო. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სისხლის სამართლის საქმეს, გადავწყვეტთ, თუ კიდევ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება. გვაქვს ინფორმაცია, რომ წამების ფაქტები ვიდეოზე იყო ჩაწერილი - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
 

არაადამიანური მოპყრობის საქმეში ბრალდებულებს, დიმიტრი ყიფიანსა და   გიორგი ბიჩინაშვილს,  6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 
 

მსგავსი სიახლეები