საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება - სოსო გოგაშვილი

22.04.21 15:53
საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება - სოსო გოგაშვილი

საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,კავკასიის უსაფრთხოების ცენტრის" დამფუძნებელი წერს. სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინული დაპირისპირების შედეგად უკრაინა ტერორისტების თავშეყრის ადგილი ხდება და აღნიშნული ტერორისტები ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირში არიან.

“ისლამური სახელმწიფოს” გადარჩენილი საველე მეთაურების მარშუტი სირიიდან უკრაინამდე და შემდეგ მთელს მსოფლიოში. უკრაინა ხდება ახალი(ძველი)პლაცდარმი ტერორისტებისთვის, საიდანაც მთელს მსოფლიოს ექმნება ტერორიზმის საფრთხე, მათ შორის საქართველოსაც. მათი კავშირები ქართველ პოლიტიკოსებთან, ძველი და ახალი გეგმები. ყველა უნდა დაფიქრდეს, ვისთან აწარმოებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს - წერს სოსო გოგაშვილი.