ე.წ. "ობშიაკი" მაღალჩინოსნების ჩართულობით - პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას ამხელს

22.04.21 16:45
 ე.წ. "ობშიაკი" მაღალჩინოსნების ჩართულობით - პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას ამხელს

პატიმრის წერილი "ტვ პირველს" - ბათუმის მკაცრი რეჟიმის ციხის მსჯავრდებული "პირველებისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე სურათს დეტალურად აღწერს. 

პატიმრის მონაყოლის თანახმად, ციხეებში ე.წ. კანონიერი ქურდები მსჯავრდებულებს ფულს სძალავენ, ამაში კი "კრიმინალურ ავტორიტეტებს" მწვანე შუქს პენიტენციური დაწესებულების მაღალჩინოსნები უნთებენ. 

პატიმარი რეჟიმის უფროს მურთაზ ირემაძეს ძალადობაში ადანაშაულებს:

მე და ჩემი კატეგორიის მსჯავრდებულები, რომლებიც არ ვცხოვრობთ ე.წ. ქურდული კანონების შესაბამისად და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებს გარკვეულ თანხებს ვერ ვუგროვებთ, რადგან ხელფასი ეცოტავებათ, ამიტომ გამოგვკეტეს აქ, სადაც სიტუაცია კარგად აქვთ გაკონტროლებული. პატიმრებს, რომლებიც პროტესტს ხმამაღლა გამოვთქვამთ, პირდაპირ ემუქრებიან, რომ თუ ამ ყველაფერს გავასაჯაროებთ, მთელი სასჯელის დარჩენილ ნაწილს გავატარებთ აქ, არა პატიმრობაში, პირდაპირი გაგებით "ტყვეობაში". ამ მუქარებს ახმოვანებს რეჟიმის განყოფილების უფროსი, სახელად მურთაზი. ეს პიროვნება არის პირდაპირ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შავი საქმეების შემსრულებელი პატიმრების წამებაში, დაღუპვაში, სასჯელის დამატებაში - წერს მსჯავრდებული.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები პატიმრებს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სასჯელის დამატებით ემუქრებიან: 

ამ ციხეს სხვა დანიშნულება აქვს, აქ სასჯელს უნდა იხდიდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც გამოირჩევიან  ე.წ შავი სამყაროს მიმდევრობით. კერძოდ ე.წ. მაყურებლები, ვინც სპეციალურ სამსახურთან, ე.წ. დეპარტამენტისთვის აგროვებენ (ქურდულ სამყაროს) და აცხოვრებენ პატიმრებს იძულებითი გადასახადებით, რადგან სპეციალური პენიტენციური დაწესებულების   მაღალჩინოსნებს ფული არ შემოაკლდეთ და პრეტენზია არ გამოთქვან სხვა პატიმრებმა.

ეს ციხე მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულეებისთვის არის, რომლებიც პატიმრებს და საზოგადოებას უქმნიან საფრთხეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექცია კი ამ ციხეს იყენებს თვითნებურად, რადგან არ დაირღვეს მათი იდეოლოგია და არ გაიგოს საგანგაშო მდგომარეობა საზოგადოებამ. ე.წ. დეპარტამენტის ჩართულობა ე.წ. შავ სამყაროსთან  ფულის კეთებაში. აი ამ საშიშროებას ვისგანაც იგრძნობენ, აი იმ მსჯავრდებულებს გვამწყვდევენ აქ ბათუმის ციხეში, რათა არ გავასაჯაროოთ მათი შავბნელი საქმეები და არ შეუწყდეთ შემოსავლის წყარო, რომლებისგანაც ასობით ათასი ლარი შედის მათ ბიუჯეტში. ეს დაწესებულებებია - ქსნის, რუსთავის მე-2, ე.წ. მე-17-ე გლდანისა და ქუთაისის, სადაც ჰყავთ მაყურებლები ციხეების გასაკონტროლებლად. 
 

მსგავსი სიახლეები