სამხარაულის დასკვნა გაყალბებულია, არ გავჩერდები - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის დედა

22.04.21 17:42
სამხარაულის დასკვნა გაყალბებულია, არ გავჩერდები - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის  დედა

სამხარაულის დასკვნა გაყალბებულია, არ გავჩერდები, სანამ სამართალს არ ვიპოვი - აცხადებს გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის დედა, ეკატერინე თანდილაშვილი.

ამ წუთებში გორის რაიონულ სასამართლოში  პოლიციელ ვლადიმერ ფრიდონაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა. პირველადი ექსპერტიზით   დადასტურდა,  რომ პოლიციელი საჭეს ნასვამი მართავდა. თუმცა ეს ფაქტი რატომღაც სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  დასკვნაში არ მოხვდა. 

შეჯახება დედის თვალწინ მოხდა და ექსპერტიზის დასკვნაში ეს არ არის ნათქვამი. გამოძიებამ დედისა და სხვა თვითმხილველის პოზიცია არ გაიზიარა, რატომღაც მხოლოდ დანაშაულში ბრალდებული მძღოლის ჩვენება გაიზიარა, პირველ ჩვენებაში ეწერა, რომ მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, შემდეგ ეს პოზიცია შეიცვალა - აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი, როლანდ ჭინჭარაშვილი.
 

ბრალდებულ ვლადიმერ ფრიდონაშვილის უფლებადამცველი, ნუკრი კვინიკაძე, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგზაო შემთხვევის დროს ფხიზელი იყო.

 ალკოტესტით დასკვნით დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 0, 048 ალკოჰოლური სიმთვრალე ამოუვიდა,  რაც სისხლის ნიმუშით არ დადასტურდა. იგი უდანაშაულოა და ველოდები მის გამართლებას. - აცხადებს ადვოკატი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ არაგვისპირში მოხდა. სამინისტროს თანამშრომელი 15 წლის გოგოს შეეჯახა და ადგილზე მოკლა. 


 

მსგავსი სიახლეები