ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

22.04.21 17:57
ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ავთანდილ ფრიდონაშვილი, უდანაშაულოდ ცნო.

შემთხვევა 2021 წლის თებერვალში გორის რაიონის სოფელ არაგვისპირში მოხდა, რომლის შედეგად 15 წლის გოგო გარდაიცვალა. შემთხვევა გარდაცვლილი დედის თვალწინ მოხდა.

გარდაცვლილის დედა, ეკა თანდილაშვილი, აცხადებს, რომ პოლიციელი საჭეს ნასვამი მართავდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა გაყალბდა და მასში მძღოლის ნასვამობაზე არაფერია თქმული.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნით პოლიციელის სისხლში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.