ვარკეთილში ძაღლმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონიც
ვარკეთილში ძაღლმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის პატრონიც. პიტბული პოლიციამ მოკლა.
მძიმე დაზიანებებით სამივე დაზარელებული კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველები “პირველებს” უყვებიან, როგორ გაიგეს განწირული ადამიანების ყვირილი და როგორ ითოხვდნენ ისინი შველას.
ალიკაპის გარეშე ჰყავდათ ჩაყვანილი, პატრონიც დაკბინა, კიდევ ბიჭი და ქალბატონი. კლინიკაში გადაიყვანეს სამივე მათგანი, თუმცა უკვე სახლში არიან და სახლშ განაგრძობენ მკურნალობას. პატრული იყო ადგილზე და როგორც ვიცით, მან მოკლა ძაღლი". - ამბობს მეზობელი.
ვარკეთილის მოსახლეობა ახლა შეშინებულია, ისინი ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს მიმართავენ, რომ ადგილზე მივიდნენ და ყველა მიუსაფარი ძაღლი გაიყვანონ, რადგან ადგილზე ხშირად ბავშებიც არიან .