ხელჩართული ჩხუბი ამბიონზე - დაპირისპირებულ მღვდლებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აშველებდა

22.04.21 18:00
ხელჩართული ჩხუბი ამბიონზე - დაპირისპირებულ მღვდლებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აშველებდა

დაპირისპირებაა ამ წუთებში მარტვილში - სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებულ მღვდლებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აშველებდა. 

ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ის ინცინდენტში არ მონაწილეობდა და სალხინოში უბრალოდ სტუმრადაა. 

 "ცისკრის" დამფუძნებელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ყველა მხარე პატრიარქის კურთხევას უნდა დაემორჩილოს.

პაპაშვილის თქმით, მრევლმა პატრიარქის  მიერ დანიშნულ წინამძღვარს უნდა დაუჭიროს მხარი.