შშმ ბავშვს სწავლის გარეშე დარჩენა ემუქრება - სალომე წიღვაძის დედა დახმარებას ითხოვს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს სწავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. სალომე წიღვაძის დედა დახმარებას ითხოვს.
ირკვევა, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 13 წლის გოგონამ თანაკლასელებთან ერთად სკოლა და უბანი უნდა შეიცვალოს.
გოგონას მშობელი „პირველებთან“ ამბობს, რომ შენობები, რომლებშიც სასკოლო დაწესებულება მდებარეობდა, ავარიულად გამოცხადდა, ამიტომაც ისინი სოფელ დიღმის 210-ე საჯარო სკოლაში გადაამისამართეს, სადაც ბავში სიარულს ვერ ახერხებს, რადგან მგზავრობას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
მშობელი დღემდე ცდილობს განათლების სამინისტროში გაარკვიოს, თუ რატომ არ არის რიგით საჯარო სკოლებში შშმ პირებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა და რატომ არ აქვს მის შვილს უფლება, რომ ისწავლოს სხვა ბავშვებთან ერთად ნებისმიერ სკოლაში.
განათლების სამინისტროს ჰქონდა სამი თვე იმისათვის, რომ ალტერნატიული ფართი შემოეთავაზებინა ამ სკოლისთვის. მოგვისროლეს სადღაც სოფელ დიღომში, სადაც მისვლა-მოსვლა ბავშებს კატასტროფულ საცობებში უწევთ".- ამბობს მშობელი.
„პირველები“ განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს დავუკავშრდით, თუმცა მან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
მშობელი კი ამბობს, რომ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მაშინ ბავშვის სკოლაში წაყვანაზე უარი თქმა მოუწევს.