არ გამოვრიცხავ, რომ უკვე გადაყვანილია, შეიძლება გამაგებინონ, რომ სოსო გოგაშვილი გარდაცვლილია - მარტყოფლიშვილი

24.09.22 13:54
არ გამოვრიცხავ, რომ უკვე გადაყვანილია, შეიძლება გამაგებინონ, რომ სოსო გოგაშვილი გარდაცვლილია - მარტყოფლიშვილი

სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახი ამტკიცებს, რომ  ვიცე-პოლკოვნიკის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირება იგეგმება.

გოგაშვილის ცოლის თქმით, შესაძლოა უკვე გადაყვანილიც კი ჰყავთ მისი მეუღლე. 

თეა მარტყოფლიშვილი არ გამორიცხავს, რომ დაურეკონ და უთხრან, რომ რაღაც მოხდა და სოსო გოგაშვილი გარდაცვლილია.

სოსო გოგაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არის დაცული. მივმართავ, რატი ბრეგაძეს, რომ ეს უკანონობა და მათი ცუდი ჩანაფიქრი არ განახორციელონ. სპეციალურად დაამთხვიეს შაბათ-კვირა, რომ ადვოკატები ვერ შევიდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ახლა უკვე გადაყვანილი ჰყავდეთ და მითხრან მერე რომ რაღაც მოხდა და გამაგებინონ, რომ იოსებ გოგაშვილი გარდაცვლილია“ - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.