"შვილი ჩემს წინააღმდეგ დაამუშავეს..." - ოჯახური ძალადობა და სადაო ბავშვი

24.09.22 17:34
"შვილი ჩემს წინააღმდეგ დაამუშავეს..." - ოჯახური ძალადობა და სადაო ბავშვი

ოჯახური ძალადობა და სადაო ბავშვი - არაერთი მიზეზის გამო 6 წლის გოგონა უკვე ერთი წელია დედასთან აღარ ცხოვრობს. ბავშვის მამა ირანის მოქალაქეა და ამბობს, რომ მისი ქვეყნის კანონმდებლობით განქორწინების შემდეგ შვილი მამასთან რჩება. 

თამარ ნადირაშვილს კი ყოფილი მეუღლის ოჯახი შვილის წაყვანის უფლებას არ აძლევს. 

სიტუაცია დაპირისპირებულ ყოფილ ცოლ-ქმარ შორის რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიცია და სოციალური მუშაკის გამოიძახეს. 

კაცი ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავბეული, ბავშვი, კი რომელიც მამის ახლო მეგობართან არის დატოვებული, გუშინ დაიკარგა. სამართალდამცველები გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, პოვნის შემდეგ კი დედა ამბობს, რომ პოლიციამ მას შვილის ამბავი არ შეატყობინა.

საქმეში საფარი და სოციალური მუშაკები არიან ჩართულები.

საფარის ხელმძღვანელის ბაია პატარაიას თქმით, ბავშვი არასახარბიელო მდგომარეობაშია. 

ერთი წლის განმავლობაში ვერ ნახულობდა ქალი შვილს, იმიტომ რომ არ ანახებდა მოძალადე ქმარი. ეს კაცი დაკავებულია, თუმცა ორი დღის განმავლობაში ძლივს მოხერხდა დედისა და შვილის შეხვედრა. ბავშის მდგომარეობა არ არის სახარბიელო“. - ამბობს პატარაია.

გოგონას დედა ბავშის შეცვლილ ხასიათზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ამს აშინებენ და მის წინააღმდეგ ამხედრებენ.

გუშინ მე ბავშვი არ წამომიყვანია. იმიტომ რომ ფსიქოლოგმა გვითხრა რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი.მე ვფიქრობ, რომ აშინებენ, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქოლოგია არის განსხვავებული, ვიდრე ჩემთან იყო. ძალიან უხალისოა. სასამართლო პროცესები იწელება და ამ დროის განმავლობაში ბავშვი დაამუშავეს ჩემს წინააღმდეგ“. - ამბობს დედა.

დედის მიმართ აგრესიის გაღვიზებაზე საუბრობს ასევე სოცილაური მუშაკიც.

ბავშვთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. დედა. ყველა სახელმწიფო უწყებას სთხოვს, რომ დაეხმარონ და ბავშვი დააბრუნებინონ.