ბანკის ძარცვა სარეცხი საპნით დამზადებული "ბომბით" და მუყაოს "ასაფეთქებლებით" - ბანკის ძარცვის უცნობი დეტალები
ბანკის ძარცვა "ვოლგით", სარეცხი საპნით დამზადებული "ბომბი" და მუყაოს კოლოფებით აწყობილი ასაფეთქებლები - "ნოდარ მელაძის შაბათმა" გახმაურებული ამბის აქამდე უთქმელი დეტალები გაარკვია.
ავტომობილი, რომელითაც გრიგოლ ნარსია "საქართველოს ბანკამდე" მივიდა, სოხუმიდან დევნილ კაცს ეკუთვნის. ის ძველი მანქანით ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობს. უცნობ მძღოლს ახალგაზრდა კაცმა დიდი ზურგჩანთით ქუთაისამდე გაყოლა სთხოვა. მძღოლი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ბანკზე თავდამსხმელი თავიდანვე სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი.
მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიღბიანი, შეიარაღებული და სამხედრო ფორმიანი მამაკაცი ბანკის ფილიალში სროლით შედის და თავდაპირველად 15 ადამიანი აჰყავს მძევლად.
ირკვევა ისიც, რომ შეჭრიდან რადენიმე წუთში, გრიგოლ ნარსია მძევლებიდან გარეთ მხოლოდ სამი გაუშვა. ორი კლიენტია და ერთი ბანკის მოლარე, რომელსაც ჩანთაში ასი ათასი დოლარი უდევს. ერთმა მძარცველს უთხრა ორსულად ვარო, მეორემ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავსო - ორივე გაუშვა.
ირკვევა, ისიც, რომ ყაჩაღობისას "საქართველოს ბანკის ორი"თანამშრომელი ტუალეტში ჩაიკეტა, საიდანაც მესიჯებეს აგზავნიდნენ და დახმარებას ითხოვენ.
მოპოვებული ჩბენებებიდან დასტურედება, რომ მძარცველს და მძევლებს პოლიცია გარედან ეუბნებოდა, რომ ორი მილიონი თბილისიდან მიჰქონდათ ქუთაისში და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა ტყვეობა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ნარსია ამავე ბანკში წლების წინ დაცვაში მუშაობდა, ამიტომ ყველას იცნობდა, თუმცა გამორჩა, რომ ბანკს უკანა კარიც ჰქონდა, საიდანაც მძევლების ნაწილი გაეპარა.
ამასთან, მძევლების ჩვენებებით ირკვევა, რომ გრიგოლ ნარსიამ საქართველოს ბანკში რამდენჯერმე მოითხოვა შაქრიანი წყალი და ლიმონათი, მაგრამ სასმელი ჭიქით არ დალია.
სპეც დანიშნულების რაზმი რუსთაველის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში დაახლოებით რვის ნახევარზე უკანა შესასვლელიდან შევიდა. ამ დროს დარბაზში ექვსი-შვიდი ადამიანი იყო.
გრიგოლ ნარსია ბანკში შეჭრას მძიმე სოციალური პირობებით ხსნის. კერძოდ, კაცი ამტკიცებს, რომ შვილს გულის მანკი აქვს და ფულიც ამისთვის სჭირდებოდა.
შაბათის ეთერს წყარო უყვება, რომ გრიგოლ ნარსიას შვილები და ყოფილი მეუღლე თურქეთში იმყოფებიან. ნარსიასთან დაახლოებული პირის მტკიცებით ბრალდებულის არასწრულოვან გოგონას თურქეთში სამედიცინო პროცედურები უტარდება. ირკვევა, რომ ბანკზე თავდამსხმელი თურქეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა სადაც ორჯერ ციხეში მოხვდა (2015 და 2016 წლებში) ჩხუბსა და ყაჩაღობაში მონაწილეობისთვის.
ვრცლად ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი