კრემლი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის მობილიზებასაც განიხილავს
რუსეთი უკრაინის ტერიტორიების მისათვისებლად ოკუპირებული ქვეყნის მიტაცებულ ტერიტორიებსაც იყენებს. კრემლი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის მობილიზებასაც განიხილავს. ამის შესახებ ცნობებს სააგენტო "მედუზა" ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასტან დაახლოებული წყარო ჟურნალისტებს უყვება, რომ შესაძლოა, უკრაინაში საომრად ათასობით ადამიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გაგზავნონ.