პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა - ექსპერტები ბრალს განათლების უწყებას სდებენ

25.09.22 12:43
პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა - ექსპერტები ბრალს განათლების უწყებას სდებენ

გამოცდებში პედაგოგები იჭრებიან. წელს პროფესიული უნარების გამოცდაზე დაახლოებით 11 ათასი მასწავლებელი გავიდა, თუმცა მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 2 ათასმა გადალახა. 

8 ათასმა პედაგოგმა საკუთარ საგანში კომპეტენციის დამტკიცება ვერ შეძლო. საქმე ეხება გამოცდას, რომელიც წელს პირველად უფროსი და წამყვანი პედაგოგების სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარდა.

განათლების ყოფილი მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ ამ სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს ეკისრება. მისი ტქმით, უწყებამ ყველა ის პროგრამა გააუქმა, რომელიც ადრე არსებობდა და მასწავლებლებისთვის კომპეტენციის ამაღლებას ემსახურებოდა.

ბრალი, პასუხისმგებლობა, არის განათლების სამინისტროსი. ის არ ეხმარება მასწავლებლებს, რომ მოემზადონ გამოცდისთვის და აიმაღლონ თავისი კვალიფიკაცია. მასწავლებლებს კი არც ფული აქვთ და არც დრო ამისი. განათლების სამინისტრომ მოსპო ახლა მთელი პროგრამა, რომელიც ეხმარებოდა მასწავლებლებს. ბოლო მასწავლებლის სახლი, რომელიც იყო აშენებული გლდანში, გადასცა სუსს და იქ ახლა სპეცსამსახურები ემზადებიან. მასწავლებლები ქუჩაში გააგდეს, მაგრამ გამოცდებს ატარებენ, რომ დასაჯონ ამსწავლებლები და ისინი უფრო მორჩილები გახდნენ, - ამბობს დიმიტრი შაშკინი. 

რაც შეეხება განათლების ექსპერტებს, მათი თქმით, მასწავლებლების კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ ნაკლებად დგება და საქმე რეალურად, იმ ადამიანების კომპეტენციის ნაკლებობასტან გვაქვს, რომლებიც აღნიშნულ საგამოცდო ტესტებს ადგენენ. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ტესტები მხოლოდ მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით დასჯას ემსახურება.

განათლების სისტემაში კარგი არაფერი ხდება, ბუნებრივია, უკვე დიდი ხანია. ე.წი. ამდენი ჩაიჭრა, ესმ= მათ  წინასწარ იცოდნენ, ვინც გამოცდას ატარებდნენ, რომ ამდენი ჩაიჭრებოდა. ანუ ასე იყო გამოცდები დაგეგმილი. მითუმეტეს, ეს იყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი. გამოცდების ტესტების  შემოწმება არ არის არანაირი, არის სელექცია. რატომ უნდოდა სახელმწიფოს ეს სელექცია გაეკეთებინა, მე არ ვიცი. ეს გამოიყენება პოლიტიკური მოტივებისთვის... არ ვიცი, შეიძლება პოლიტიკური მოტივია, შეიძლება ვიღაცას უნდა აჩვენოს ისევ ხელისუფლებიდან, რომ აი, განათლების სამინისტრო რა ცუდად მუშაობს, აი, ნახეთ, რამდენი მასწავლებელი ცაიჭრა, - ამბობს ექსპერტი გიგი თევზაძე. 

გამოცდებზე ჩაჭრილი მასწავლებლები სასამართლო დავას აანონსებენ.