შიდა ქართლში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

25.09.22 13:07
შიდა ქართლში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს. 50 წლის კაცს 13 წლის გოგონასტან გარყვნილ ქმედებას ედავებიან. შემტხვევა შიდა ქართლში მოხდა. 

ირკვევა, რომ ბავშვმა დახმარება სკოლაში ითხოვა. პოლიციამ ძიება სწორედ მასწავლებლების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

სოფელი შოკშია. მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანმა ბაბუას ცილი დასწამა. 

სასამართლოში ვიყავი, შემხვდა შემთხვევით. მკვდარივით იყო ადამიანი, ბადრაგს გამოჰყავდა. როგორ ხარ-მეთქი? და აბა, როგორ ვიქნებიო?კაცს არარ ჰგავდა უკვე, ფერი აღარ ედო სახეზე. ვიცით, რომ არის პატიოსანი ადამიანი და მაგის ცამდენი და მაგის გამკეთებელი არ არის. იმ ბავშვსაც შეიძლება ჰყავდა თავისი დამრიგებელი. ისე არ გააკეთებდა ახლა, ის 13 წლის ბავშვი მაგას ვერ მოფიქირებდა, - ამბობს ადგილობრივი. 

შოკშია არასწრულწლოვნის დედაც. მისი თქმით, შვილს მისთვის არაფერი უთქვამს.

არასრწულწლოვანთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. 

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ახლა ციხეშია. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.