"მიზეზი ყველას ერთი გვაქვს, ომში წასვლა არ გვინდა" - რას ამბობენ პუტინის ომს გამოქცეული მოქალაქეები
"პირველებმა" ის ვითარება გადაიღო, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნტქტთან არის შექმნილი. საქართველოში შემოსასვლელად ადგილზე საკუთარ რიგს უამრავი ადამიანი ელოდება. რუსეთის მოქალაქეებს შორის მამაკაცები ჭარბობენ.
რუსეთის მოქალაქეები არ მალავენ, რომ მათი სამშობლოდან გამოქცევის პირველი მიზეზი ომია. ისინი ამბობენ, რომ ოჯახებმა ისინი ვლადიკავკაზის მისადგომებამდე გამოაცილეს. ნაწილი მათგანი ამბობს, რომ საქართველოში დასარჩენად და საცხოვრებლად მოდიან, თუმცა მეორე ნაწილი საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნებში მიდიან, სადაც ცხოვრებას აიწყობენ, რის შემდეგაც ოჯახებსაც წაიყვანენ.
მიზეზი აქ ყველას ერთი გვაქვს, არ მინდოდა ომში წასვლა და წამოვედი.დედაჩემმა მანქანით ჩამომაცილა ვოლგოგრადიდან და ვლადიკავკაზიდან უკვე ფეხით წამოვედი. არ ვიცი რამდენი ხანი მოვდიოდი ფეხით, რაქტიკულად მთელი ღამე, დილას გამოვედი საბაჟოდან. არანაირი გეგმა არ მაქვს, სად წავალ, არს ვიზამ. ხელბარგიც კი არ წამომიღია, ეჭვი რომ არ აეღოთ, რომ ვტოვებდი ქვეყანას, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ სამშობლოდან პუტინის რეჟიმის გამოექცა.
ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. რუსეთში ანტისაოკუპაციო აქციებს ჯერ კიდევ 6 მარტიდან ჩავუდექი სათავეში. ორგანიზატორობისთვის გამასამართლეს. გამოვედი ციხიდან და წამოვედი. სრული პანიკაა რუსეთში ახლა. ლარსამდე საოცრება ხდება. კორუფცია ყვავის, ქრთამის გარეშე არავის უშვებენ. თუ ოსური ნომრები აქვს მანქანას, არ ახდევინებენ ფულს, თუ რუსული გაქვს, იხდი 500 დოლარს და მოდიხარ ლარსის მიმართულებით, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.