ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის - რუსეთის მოქალაქე

25.09.22 13:37
ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის - რუსეთის მოქალაქე

პუტინის ომს გამოქცეული რუსეთის მოქალაქე ქართველ ხალხს აფხაზეთისა და სამაცაბლოს ოკუპაციისთვის ბოდიშს უხდის. სამშობლოდან გამოქცეული პუტინის რეჟიმის შესახებ "პირველებთან"  დაუფარავად  ყვება. 

ქართველ ხალხს ბოდიშს ვუხდი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. რუსეთში ანტისაოკუპაციო აქციებს ჯერ კიდევ 6 მარტიდან ჩავუდექი სათავეში. ორგანიზატორობისთვის გამასამართლეს. გამოვედი ციხიდან და წამოვედი. სრული პანიკაა რუსეთში ახლა. ლარსამდე საოცრება ხდება. კორუფცია ყვავის, ქრთამის გარეშე არავის უშვებენ. თუ ოსური ნომრები აქვს მანქანას, არ ახდევინებენ ფულს, თუ რუსული გაქვს, იხდი 500 დოლარს და მოდიხარ ლარსის მიმართულებით, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.