"ეფესბეს" მესაღვრეები რუსებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავენ (დოკუმენტი)

25.09.22 14:33
"ეფესბეს" მესაღვრეები რუსებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავენ (დოკუმენტი)

პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების ფონზე "ეფესბეს" სასაზღვრო სამსახური რუსებს ქვეყნის დატოვების საშუალებას აღარ აძლევს. ამის შესახებ "ტელეგრამ" არხზე სამართალდამცავი ჯგუფ "აგორას" ხელმძღვანელი წერს.

პაველ ჩიკოვის ცნობით, მოქალაქეს, რომელიც რუსეთ ყაზახეთის საზღვარს კვეთს, სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.