მარტვილში მძარცველებმა სახლი გაქურდეს - წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ოქრო
მარტვილში მძარცველებმა სახლი გაქურდეს - წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ოქრო. კვაშილაძეების ოჯახშ ძარცვა ღამით მოხდა. დაზარალებულების ინფორმაციით, თანხას შვილისთვის საჩუქრის გასაკეთებლად აგროვებდნენ.
ოჯახი პოლიციას დამნაშავის პოვნას და წართმეული ნივთების დაბრნებას ითხოვს.
დილას, სადღაც 11-12 საათისთვის, მეუღლემ ნახა ეს ყველაფერი. შემოსულები არიან წინა კარიდან. წაღებულია თანხა და ოქრო. ჩემი ბავში, ერთადერთი შვილი მყავს, არის თბილისში, შრომობს, წვალობს და ის გვიგზავნიდა. შეკოწიწებული აქვს შრომით და წვალებით, - ამბობს ოჯახის უფროსი.