დაღესტანში მოსახლეობა მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა - პოლიციამ ცეცხლი გახსნა

25.09.22 17:05
დაღესტანში მოსახლეობა მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა - პოლიციამ ცეცხლი გახსნა

დაღესტანში საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. ხალხი პუტინის გამოცხადებულ მობილიზაცისა აპროტესტებს და გზებს კეტავს. ათობით ადამიანი შვილების, ქმრების და ძმების  დასაცავად მახაჭკალის ცენტრშია შეკრებული. აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცეცხლი გახსნა. სროლები ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა ქუჩაში გამოსულები დაშლას არ აპირებენ. პროტესტის მონაწილეები კარვების გაშლასაც აანონსებენ.

მახაჭკალის ცენტრში ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მთავარი აქციაა დაგეგმილი. 

საპროტესტო გამოსვლები არც რუსეთის დიდ ქალაქებში წყდება. მოქალაქეები ადმინისტრაციულ შენობებს მოლოტოვი კოქტეილებს ესვრიან. 

21 სექტემბერს რუსეთის  პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით, რომ მობილიზაციას 300 ატასამდე ადამიანი დაექვემდებარება.