რას შეეწირა პირველი მოსამართლის სკამი - ყოფილი მოსამართლეები საქმის გამოძიებას ითხოვენ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განეიტრალება და კლანის გავლენები - ყოფილი მოსამართლეების "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტს ეხმიანებენ. სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქმე აუცილებლად საპარლამენტო ფორმატში უნდა იქნეს გამოძიებული.
მინიმალური განსხვავებული აზრის გამჟღავნების ან რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მთელი კლანური სისტემა მოქმედებს ამ მოსამართლის წინააღმდეგ. ქალბატონი ნინო იუსტიციის სამინისტროსტან ერთად მუშაობდა ე.წ. მესამე ტალღის რეფორმაზე. ეს მესამე ტალღა იმ სახით, რა სახითაც მაშნ იყო წარმოდგენილი, ძალიან ასუსტებდა კლანურ მმართველობას, მაგრამ საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ქალბატონმა ნინომ თანამდებობა დატოვა, ხოლო მესამე ტალღის რეფორმა მივიღეთ იმ სახით, რომლითაც გაძლიერდა კლანური მმართველობა. თან ვიცით, რომ შედეგად ზუსტად მას მოჰყვა ბატონი ჩინჩალაძის უვადოდ დანიშნა. ეს უნდა იქნეს ძალიან სწრაფად გამოძიებული და რადგან არ აქვს მოლოდინი სამართალდამცავი უწყებებიდან, საპარლამენტო ფორმატში აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საქმეები გამოძება, - ამბობს მაია ბაქრაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რას შეეწირა რეალურად ქვეყნის პირველი მოსამართლის სკამი. საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე, რომელიც, როგორც ჩანს, სასამართლო კლანის ბოსების გავლენებს შეეწირა.
"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეტქმულება მოუწყეს, სათავეში კი ის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც გვენეტაძე ყველაზე მეტად ენდობოდა.
სასამართლოს მენეჯერმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეზე ყველაფერი იცოდა, მიხეილ ჩინჩალაძის გამორემოცვას უთხრა, რომ გვენეტაძემ მოსამართლეობის სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტები პასუხები წინასწარ გაუგზავნა.