უმძიმესი მდგომარეობა ლარსის გამშვებ პუნქტზე - ადამიანებს პირდაპირ იატაკზე სძინავთ (ფოტოამბავი)
უმძიმესი მდგომარეობა ლარსის გამშვებ პუნქტზე - უსაშველო რიგების გამო ადამიანებს ძილი პირდაპირ იატაკზე უწევთ. მობილიზაციას გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეები რიგში საათობით დგანან. უმეტეს მათგანს არც საზღვარზე გადმოსვლის უფლებას აძლევენ და მომსახურეობის გაწევაზეც უარს ეუბნებიან.
რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ საკვები და არც რაიმეს ყიდვა შეუძლიათ. ისინი უკვე მეოთხე დღეა, ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან. სძინავთ იატაკზე, ზოგიერთს მუყაო აქვს დაფენილი. უმეტესობა ბავშვებითა და ჩვილებითაა.
განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილოკავკასიელების მდგომარეობა. მათ საზღვარზე საერთოდ არ ატარებენ. რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლები შეჰყავთ კონკრეტულ ოთახებში, პოლიგრაფზე ატარებენ და საზღვრის კვეთის უფლებას მხოლოდ მისი გავლის შემთხვევაში აძლევენ.
უარს, ძირითადად, ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს ეუბნებიან. მათ არც პოლიგრაფზე ამოწმებენ.
ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა თავმოყრილი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე. როგორც იქ მყოფებმა მიამბეს და ვიდეო და ფოტომასალა გამომიგზავნეს, მათ არც საზღვარზე გადმოსვლის უფლებას აძლევენ და მომსახურეობის გაწევაზეც უარს ეუბნებიან. არაფრის ყიდვაც არ შეუძლიათ. ისინი მეოთხე დღეა, ასეთ მდგომარეობაში არიან. არ აქვთ საკვები, ძინავთ იარაკზე, ვინც რა იშოვა იმაზე წვანენ, ზოგს მუყაო აქვს დაფენილი და ასე იძინებენ. ბავშვებით არიან, მათ შორის ჩვილებითაც. განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილოკავკასიელების მდგომარეობა. საერთოდ არ ატარებენ. რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლები შეყავთ რაღაც ოთახებში, პოლიგრაფზე ატარებენ და თუ გაივლიან პოლიგრაფს, უშვებენ საზღვარზე. ჩრდილოკავკასიელებს, უარს ეუნნებინ ძირითადად ჩეჩნებს, დაღესტნელებს ინგუშებს., მათ საერთოდ არც არსად იძახებენ და არც პოლიგრაფზე ამოწმებენ. ქართულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე არ უშვებენ. შენობაში იმყოფებიან, ოღონდ იმ ნაწილში, - ამბობს საზღვარზე მყოფის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ - საქართველოს საზღვართან 30 კილომეტრიანი რიგია. კოლონაში სამი ათასამდე მანქანა დგას. ნეიტრალურ ზონაში გადაღებული კადრებით დგინდება, რომ მგზავრების ნაწილმა მანქანები მიატოვა და საქართველოში გადმოსვლას ფეხით, ან ველოსიპედით ცდილობს.
დეზერტირები პანიკაში არიან. ყოველ წუთს ელოდებიან ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18-დან 58 წლამდე მამაკაცებს კომისარიატის ცნობის გარეშე რუსეთის დატოვება აეკრძალებათ.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით მობილიზაციას 300 ათასამდე ადამიანი დაექვემდებარება.