ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედოს

26.09.22 13:41
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედოს

რუსეთს  ცუდი დღეები წინ ელოდება - ევროკავშირმა, შესაძლოა, ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღოს. გამოცემა "ობზერვერის" ცნობით, სანქციები არ იმოქმედებს ბირთვულ ენერგიასა და ნავთობის ფასებზე, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთ წევრს სურს პაკეტში შეიტანოს აკრძალვა სმარტფონების, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და სარადარო აღჭურვილობის ექსპორტზე. გარდა ამისა, მათ გაზპრომბანკის, ალფა-ბანკის, როსბანკის და ტინკოფ ბანკის  SWIFT სისტემიდან გათიშვა სურთ.