საზარელი ფაქტი თბილისში - ბიძა არასრულწოვნებს სცემდა და მათხოვრობას აიძულებდა

23.04.21 10:00
საზარელი ფაქტი თბილისში - ბიძა არასრულწოვნებს სცემდა და მათხოვრობას აიძულებდა

მოწყალების თხოვნის იძულების ფაქტი თბილისში - არასრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით პოლიციამ 46 წლის მამაკაცი დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა"- წერია შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.