სატრანსპორტო კოლაფსი ლარსზე - საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების გატარება შეზღუდეს

27.09.22 11:05
სატრანსპორტო კოლაფსი ლარსზე - საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების გატარება შეზღუდეს

სამშობლოდან მობილიზაციას გამოქცეულების სიმრავლის გამო ყაზბეგში საცობებია. ლარსზე არსებული სატრანსპორტო კოლაფსის გამო საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების გატარება შეზღუდეს.  რუსეთში დაბრუნების მსურველი ადამიანები  ყაზბეგში ღამეს ავტომობილებში ათევენ. მათი თქმით, უმთვარდებათ საწვავი და საკვები და არც ის იციან, საზღვრის გადაკვეთის უფლებას როდის მისცემენ. 

გვეუბნებიან საცობებიაო. თითქმის 2 საათია აქ ვართ. საწვავი გვიმთავრდება, ყველაფერი გვიმთავრდება. არაფერს გვეუბნება პოლიცია, - ამბობს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე. 

საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდინების პარალელურად, იზრდება ფასებიც. გაიზარდა დედაქალაქამდე გადაადგილების ასაფასურიც. თუ გუშინ აღნიშნული ტარიფი 400 ლარს შეადგენდა, დღეს ტაქსის მძღოლებმა ეს თანხა გააორმაგეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რუსეთი ლარსზე მობილურ სამხედრო პუნქტს ხსნის. გამოსაქცევად გამზადებულ ხალხს ჯარში პირდაპირ სასაზღვრო ზონიდან წაიყვანენ. რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ.