რუსეთი ლარსზე სამხედრო პუნქტს ხსნის - ქვეყნიდან გამოქცეულებს ომში პირდაპირ სასაზღვრო ზონიდან წაიყვანენ

27.09.22 11:49
რუსეთი ლარსზე სამხედრო პუნქტს ხსნის - ქვეყნიდან გამოქცეულებს ომში პირდაპირ სასაზღვრო ზონიდან წაიყვანენ

რუსეთი ლარსზე მობილურ სამხედრო პუნქტს ხსნის. ინფორმაციას საინფრომაციო სააგენტო „ინსადერი“ ოკუპანტი ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით  ავრცელებს. გამოსაქცევად გამზადებულ ხალხს ჯარში პირდაპირ სასაზღვრო ზონიდან წაიყვანენ. სწორედ ამიტომ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსული სამხედრო მანქანა (ბეტეერი) გამოჩნდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა.