ჭირს რომ ვიღებთ, 30 წლის შემდეგაც ჭირი მოგვაქვს ჩვენ - ჩეჩენი ბიზნესმენი ხელისუფლებას რეკეტში ადანაშაულებს

23.04.21 11:31
ჭირს რომ ვიღებთ, 30 წლის შემდეგაც ჭირი მოგვაქვს ჩვენ - ჩეჩენი ბიზნესმენი ხელისუფლებას რეკეტში ადანაშაულებს

ჯაბრაილ ხანგოშვილი ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტსა და დევნაში ადანაშაულებს. პანკისის ხეობის მკვიდრი ამტკიცებს, რომ მას თელავის ბაზარი უკანონოდ წაართვეს და სასამართლომ გადაწყვეტილება მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო. ხანგოშვილი ასევე ირწმუნება, რომ ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვებას სთხოვს.

ხანგოშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის დათმობას არ აპირებს. მისი თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, რომ თელავის ბაზარი ხანგოშვილს არ ეკუთვნის, საქმეში მთელი ჩეჩნეთი ჩაერთვება.

მთელს ევროპაში ყველა ჩეჩენი საქმის კურსშია, რომ მე მოქალაქეობა ჩამომართვეს, ბინადრობა ჩამომართვეს. ჩეჩნეთშიც იციან ყველაფერი. ყველანი არიან ჩასაფრებულები. მე ყველას ვეუბნები, თქვენი ჭირიმეთ, ინტერნეტშიც არაფერი დადოთ. თუ უზენაესი იტყვის, რომ თელავის ბაზარი ჩემი არ არის, მე ვიმოძრავებ ჩემებურად. მთელი ევროპა იქნება ჩართული და ყველაფერი იქნება. ჩეჩნეთიც ჩაერთვება. ვინც ჩადგა სათავეში გუბერნიიდან, ან გუბერნიამ სუს-სდაავალა, სუს-ის პირველ კაცს, არ გეგონოთ, გიჟი ვარ და არ მესმის, მაგათთან ცალკე მექნება საქმე. ესენი თანამდებობებეზე ყოველთვის კი არ იქნებიან, მერე მოეთხოვებათ. ჩვენ ჭირს რომ ვიღებთ, 30 წლის შემდეგაც ჭირი მოგვაქვს ჩვენ, სისხლი. ჩემი გამჩერებელი არც მთავრობაა და არც არავინ. მე არ ვაპირებ თვალის დახუჭვას. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები ვირაცამ რაღაცა წაგვართვას, - აცხადებს ხანგოშვილი.

ჯაბრაილ ხანგოშვილი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან,  ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, სესიაშვილმა მას ბაზრის სხვა ტერიტორიაზე გადატანა შესთავაზა.  

ირაკლი სესიაშვილი შემხვდა, მოდიო, ბაზარი გადავიტანოთ რიყეზე, ცენტრშიო, მიუღებელ ადგლას არისო. მე ვუთხარი, ბატონო ირაკლი,კ რას მთავაზობთ? ახლა მთავაზობთ, როცა 2 მილიონ ნახევარი ჩავდე, ყველაფერი გავარემონტე, ყველაფერი ჩავდე, ახლა რიყეზე გადავიდე და ახალი ბაზარი გავხსნა?, - ამბობს ხანგოშვილი.

ხანგოშვილი ამბობს რომ საქართველოში არსებული სიმშვიდე ტერორისტული აქტების თვალსაზრისით მისი და პანკისის ხეობაში მცხოვრები სხვა ჩეჩნების დამსახურებაა. 

მთელ მსოფლიოში გავრცელებულია  ჩეჩნეთი ერი ამ ომის შემდეგ. მთელ ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ. ყველასთან კონტაქტი გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, მეც და ჩემზე უკეთესებიც არიან პანკისის ხეობაში, რომ საქართველოს არ შეეხონ უარყოფით მხრიდან, იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვცხოვრობთ. ჩათვალეთ, რომ ჩვენ გვეხებით. ამათ არ ეგონოთ უძლურები ვართ. მე ყველაფრის გაჩერება და შეჩერება შემიძლია. 

პანკისის ხეოაბიც მცხოვრებლები ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო ხანგოშვილის საწიინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს, ის ჩივილს სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.