საქართველოს საზღვრისკენ რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა მოძრაობს (ვიდეოკადრები)

27.09.22 12:54
საქართველოს საზღვრისკენ რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა მოძრაობს (ვიდეოკადრები)

სამო "ოაზი", რამდენიმე "კამაზი"  და სამხედროებით სავსე სამოქალაქო ავტომობილები - საქართველოს საზღვრისკენ რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა მოძრაობს. საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გამწვევი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ უკვე დაადასტურა.  სამშობლოდან  გამოქცეული მოქალაქეების შეჩერებას პუტინი ჯარით ცდილობს.  ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებში საბრძოლო მანქანები და ნიღბიანი შეიარაღებულები. 

ამ დრომდე ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების უდიდესი ავტოკოლონა დგას. რიგშია 5500 მანქანაა. რუსეთის მოქალაქეები ომში წასვლას თავს ყველა გზით და ყველა მეთოდით არიდებენ და ოკუპირებულ ქვეყანაში საცხოვრებლად მოდიან.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც საზღვარი უკვე გადმოკვეთეს, ამბობენ, რომ სამხედრო ავტოპკოლონის გარდა, რუსეთის მხარეს ჰაერში სამხედრო ვერტმფრენებიც დაფრინავენ. 

სანამ აქ გადმოვიდოდი, ზემო ლარსისი ტერიტორიაზე ვნახე ბეტეერი და ასევე, ჰაერში პატრულირებს სამხედრო ვერტმფრენი. საზღვართან მობილიზებულები არიანს ამხედროები. გავიგე ხალხისგან, რომ ემზადებიან ყველანაირი სიტუაციისთვის. ძალიან ბევრი ხალხია, ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ იმდენი ხალხია, რომ ზოგს უკვე 5 დღე და ღამეა მანქანაში უწევს ყოფნა. ბევრი ფეხით და ველოსიპედებით მოდის. 15 კილომეტრიან მანძლზე ხალხი მთებით და კლდეებით მოდის. ძალიან რთული გზაა, - ამბობს რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.