საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს - გია ბუღაძე
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას აპროტესტებს სამოქალაქო საზოგადოებაც. მხატვარი გია ბუღაძე შიშობს, რომ მალე ქვეყანაში ეროვნული შემადგენლობა რუსებით შეიცვლება.
ბუღაძე საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს, საზოგადოებას კი მოუწოდებს, ხელისუფლების წინაშე ხმა აიმაღლონ.
არა მარტო ქართულ ლაპარაკს ვერ გავიგებთ, არამედ ქართველები აღარ იქნებიან, იმიტომ,რომ რეალურად, რამდენი ქართველი გარბის აქედან ამ საზიზღარი ხელისუფლების დამსახურებით და გამოისობით, გასაგებია. ფაქტობრივად, ეროვნული შემადგენლობა იცვლება და ამას მგონია, რომ შეგნებულად აკეტებს ქოცობა. სად ხართ, ხალხო?! სად ცხოვრობთ?! ქვეყანა თავზე გვენგრევა! რუსულმა სარანჩამ შეჭამა ქვეყანა და თქენ ერთმანეთთან არკვევთ რაღაცა იდიოტიზმს. საზღვარი უნდა ჩაიკეტოს, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს და უთხრას ამ ხელისუფლებას, თუ ამას ხელისუფლება ჰქვია, გაჩერდით, დადუმდით და წაეთრიეთ საიდანაც ჩამოხვედით!, - ამბობს ბუღაძე.
21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დასარჩენად მოდიან.