გამოძიება აფთიაქებში იმ მედიკამენტს ეძებს, რამაც მეგის სიკვდილი გამოიწვია - ადვოკატი ბაქრაძის საქმეზე

23.04.21 12:31
გამოძიება  აფთიაქებში იმ მედიკამენტს ეძებს, რამაც მეგის  სიკვდილი გამოიწვია - ადვოკატი ბაქრაძის საქმეზე

გამოძიება ჩუმად მუშაობს ვერსიაზე, რომელსაც არ აჟღერებს - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი. ვახო ბარამიშვილი ამბობს, რომ გამომძიებლები ახალციხეში ერთ კონკრეტულ მედიკამენტს ეძებენ, რომელმაც სავარაუდოდ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალება გამოიწვია, თუმცა, საქმის მასალებში აღნიშნულის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ დევს 

 გამოძიების მასალებით პოლიცია ერთ კონკრეტულ აფთიაქში არის მისული და თანამშრომლები ჰყავთ გამოკითხული, თუ იცნობდნენ მეგი ბაქრაძეს. ფარმაცევტები ამბობენ, რომ არ იცნობენ. სინამდვილეში ერთზე მეტ აფთიაქში არიან მისული. ეს საქმის მასალებში არ დევს. გამოძიება ეძებს ერთ კონკრეტულ მედიკამენტს, მის შესახებ ეკითხებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიება ჩუმად მუშაობს ვერსიაზე, რომელსაც არ აჟღერებს. გამოძიება ინფორმაციას მალავს, სამხარაულის ექსპერტიზა დასკვნებს აგვიანებს - აცხადებს ადვოკატი.

ახალციხეში გარდაცვლილი მედდის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის პრეპარატი, რასაც გამოძიება ახალციხის აფთიაქებში ეძებს, გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი. საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ დევს. ოჯახი აცხადებს, რომ კონკრეტული პიროვნებები გამოძიების გაჭიანურებას ცდილობენ.