მოძალადის მიმართ მიჯაჭვულობა მქონდა, თუ მიყვარდა... სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

28.09.22 15:30
მოძალადის მიმართ მიჯაჭვულობა მქონდა, თუ მიყვარდა... სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

ნელი დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თმით ითრია. დაზარალებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას სხეულზე ნაკაწრები და სიწითლე აღენიშნებოდა.

მოდელის მტკიცებით, მიუხედავად ძალადობისა, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.

თმებით მითრია და შესაბამისად ხალიჩაძე, ძირს რომ გათრევენ თმებით, ბუნებრივია, ფეხზე მქონდა ნაკაწრები და შეწითლებები. შემხვდა ჩემი საკუთარი ქმარი ლიფტში და დამაიგნორა, თითქოს არ მცნობს ამ ძალადობების შემდეგ და დამტოვა მარტო უცხო ქვეყანაში.

ამხელა ძალადობის შემდეგ, იმ მომენტში კიდევ მასზე ვღელავდი და ვნერვიულობდი. ალბათ, მოძალადის მიმართ მიჯაჭვულობა მქონდა თუ მიყვარდა არ ვიცი. მე მქონდა სტოკჰოლმის სინდრომი", - ამბობს დოროყაშვილი.

ხუთი საათია ბასილაშვილი-დოროყაშვილის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ჩოგბურთელის ადვოკატები  დაზარალებულს ბასილაშვილის მონაწილეობის გარეშე კითხავენ.

ცნობილი სპორტსმენი მოსამართლეს გაეთავისუფლა. ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, მას მოულოდნელად თამაში დაენიშნა, ამიტომ ყოფილი მეუღლის ჩვენებას ვერ მოუსმენს. 

დოროყაშვილის დაკითხვა დღეს უნდა დასრულდეს.  პროკურორს იმედი აქვს, რომ ამ საქმეზე ნომერ პირველ ჩოგნად აღიარებული ბასილაშვილი გამტყუნდება.