ქართველმა აქტივისტებმა რუსეთის ხელისუფლება დატროლეს
ქართველმა აქტივისტებმა რუსეთის ხელისუფლება დატროლეს.
„სირცხვილიას“ აქტივისტებმა დაამზადეს ყალბი ცნობა, რომ თითქოს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.
ეს ცნობა ტელეგრამ არხებიდან პირდაპირ რუსეთის სათათბიროში მოხვდა. ახლა კი არარსებული დოკუმენტის ხელმოწერის გამო რუსეთში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ემუქრებიან.
სირცხვილიას წევრი კი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი მიზანი იყო გაექგო იმ რუსების რექცია, რომლებიც ამ წუთებში ლარსზე დგანან, თუმცა არც კი უფიქრია, რომ ეს ფეიკ დოკუმენტი რუსეთის დუმამდე მიაღწევდა.
გადავწყვიტე ფეიქ ფორმა შემექნა დოკუმენტის, ვითომდა რუსეთის მოქალაქეებს სთხოვდნენ იმის აღიარებას, რომ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ფაილი ჩავაგდე და ვკითხულობ ვითომ რუსი ვითომ, რა გავაკეთო, მოვაწერო თუ არა ხელი. მიზანი იყო გამეგო მათი რეაქცია, ვინც იმ რიგში იყო. ორ წუთში ეს პოსტი წაშალეს და მე დამბლოკეს. მე უბრალოდ უნდა დამეტროლა ლარსზე მდგომი რუსები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ზემოთ ასულა ეს ამბავი. ძაან სასაცილოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში რუსეთი". - ამბობს სირცხვილიას წევრი.
სათათბიროს სპიკერი კი დოკუმენტის ხილვის შემდეგ აღშფოთებულია და რუსეთის იმ მოქალაქეებს ემუქრება, რომლებმაც ქვეყანა საქართველოს გავლით დატოვეს.
ვოლოდინი მათ სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.
"ახლა გადმომცეს დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადადის. განაცხადი რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმად აღიარებაზე. ეს თუ ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სავსებით ცხადია, რომ ეს დანაშაულია. პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა აგრესორია. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. იქნებ, ვინც გაიქცა და ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, კარგიცაა, რომ წავიდა? მათი ნდობა არაა საჭირო. მათ უკვე გვიღალატეს. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ: მათ საკუთარი ქვეყნის, ერის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან". – თქვა ვოლოდინმა. ". – თქვა ვოლოდინმა.
ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.