კრიზისი სამშენებლო ბაზარზე - ქართველი მუშახელი ქვეყნიდან მიდის
კორპუსების მშენებლობები თბილისში დათქმულ ვადებში ვერ სრულდება, სამშენებლო კომპანიებს სამუშაოებისთვის მუშები აღარ ჰყოფნით.
გამოცდილი მშენებლები, მლესავები, ელექტრიკოსები, ქვეყნიდან მიდიან. ბაზარზე მუშახელის ისეთი კრიზისია, რომ სამშენებლო კომპანები იძულებულები არიან ისინი საზღვაგარეთიდან ჩამოიყვანონ.
კომპანია "არქი" „პირველებს“ უდასტურებს, რომ ბრიგადა თურქეთიდან ჩამოიყვანეს.
თბილისის მასშტაბურ მშენებელობას "ბი ქეი ქონსთრაქშენი" ახორციელებს.
კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ მხოლოდ მათი კომპანიიდან ემიგრაციაში 200 თანამშრომელი წავიდა, რის გამოც, ხშირად, შეკვეთების აღებაზე უარის თქმა უწევთ.
ემიგრაციაში წავიდა ხალხი ელიავას თვითდასაქმებულთა ბირჟიდან. აქ, ახლა, უფრო ნაკლები ადამიანი დგას და ძალიან ცოტაა მათი რაოდენობა, ვინც დღიურ სამუშაოს ეძებს.
ვრცლად, ნახეთ, მარიამ მაკასარიშვილის რეპორტაჟი.