ჯარისკაცების წამება იაღლუჯას ბაზაზე - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

23.04.21 13:18
ჯარისკაცების წამება იაღლუჯას ბაზაზე - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობისთვის ბრალდებულებს, გიორგი ბიჩელაშვილსა და დავით დევდარიანს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.